ქვეყნის მიღწევები და გამოწვევები - პრემიერის ანგარიში
ქვეყნის მიღწევები და გამოწვევები - პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მთავარი აქცენტებია: ეკონომიკა, თავდაცვა, განათლება, საგარეო პოლიტიკა, ოკუპირებული ტერიტორიები, პენიტენციური სისტემა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სპორტი და კულტურა - ამ სფეროებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან დეტალურად ისაუბრა. საათსა და 35-წუთიან გამოსვლაში მთავრობის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროინტეგრაციის პროცესს, 12 რეკომენდაციის შესრულებას და გატარებულ რეფორმებს იმისათვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ევროინტეგრაციაზე საუბრისას პრემიერმა ოპოზიცია კიდევ ერთხელ, მწვავედ გააკრიტიკა, ბოლო პერიოდში ევროპაში მიღებული რეზოლუციები შეახსენა და საბოტაჟში დაადანაშაულა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
