ზელენსკი შესაძლოა ნატოს სამიტს არ დაესწროს
ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს ვილნიუსის სამიტზე არ წავა, თუ ლიდერებს „სიმამაცის დეფიციტი” ექნებათ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ და ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა, იგორ ჟოვკვამ სააგენტო „როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, პრეზიდენტს ვილნიუსის სამიტზე წასასვლელად დრო არ ექნება, თუ იქ „შედეგი არ იქნება“.
