ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზები დააზიანა. ძლიერმა წვიმამ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მეწყრული პროცესების განვითარება და ქვათაცვენაც გამოიწვია. ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ დაბა ხარაგაულში საყრდენი კედელი წაიღო, რამაც კინოთეატრის შენობის ნაწილის ნგრევა გამოიწვია. სტიქიის გამო პრობლემები შეექმნა რკინიგზის მუშაობასაც .
