საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის- ასეთია საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის გზავნილი
საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის- ასეთია საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის გზავნილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის საქართველოში ვიზიტმა და მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, უსაფუძვლო ბრალდებები კეთდებოდა და ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის რეპუტაციას აზიანებდნენ.
