თეა წულუკიანი კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივეების მეოთხედფინალურ შეხვედრებს დაესწრო
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივეების მეოთხედფინალურ შეხვედრებს დაესწრო. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების კაპიტანმა ლაშა გურულმა ბულგარელი რადოსლავ სიმეონოვი დაამარცხა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
