ახალი მტკიცებულებები დონალდ ტრამპის საქმეში
დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ შენახვის საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა. ამერიკული მედია ავრცელებს ჩანაწერს, რომელშიც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი მის ხელთ არსებულ გასაიდუმლოებულ ფაილებზე საუბრობს. აუდიოჩანაწერები ბადებს ეჭვს, რომ დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი დოკუმენტები შესაძლოა სხვებსაც წააკითხა. თავად ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
