მდინარე ლიახვში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ
მდინარე ლიახვში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ. სოფელ თედო-წმინდასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამაშველო ჯგუფები. სპეც-აღჭურვილობით და ნავებით ისინი მოზარდს წყალში ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში გადახტა და ძლიერი დინების გამო უკან ვეღარ გამოცურა.
