განათლების მინისტრი ბრიუსლეში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. მხარეებმა განათლების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. გიორგი ამილახვარმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც გაამყარა საქართველოს უპირობო ერთიანობა ევროპასთან და გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისაკენ.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
