სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ვიზიტი და გზავნილები
საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის მადლობა საქართველოს ხელისუფლებას. ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ მასშტაბური კომპლექსური სისტემა შეიმუშავა იმისთვის, რათა სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ მოხერხდეს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, დღევანდელ ბრიფინგზე ისიც ითქვა, რომ სანქციები ეხება ისეთ ფინანსურ სექტორს, ნივთებსა და საქონელს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს იარაღის შესაძენად ან ბრძოლის ველზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავინ ითხოვს საქართველოსგან ვაჭრობის შეჩერებას საკვებზე, სასუქზე ან სხვა ფართო მოხმარების საქონელზე. მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციებს მაინც განაგრძობს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
