"იმედის" ფეისბუქის ყალბი გვერდები
ყალბი გვერდებიდან ფეისბუქ მომხმარებელს გარკვეული სახის შეტყობინებები ეგზავნება. თაღლითები ყველაზე რეიტინგული არხის, „იმედის“ სახელით მოქალაქეებს ახალი ყალბი გვერდების გამოწერისკენ მოუწოდებენ. ტელეკომპანია „იმედი“ გაფრთხილებთ, რომ არ აყვეთ გარკვეული ჯგუფების მიზანმიმართულ სიცრუეს და არცერთ ასეთ საეჭვო გვერდებთან ჩვენს ტელეკომპანიას საერთო არაფერი აქვს.
