ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება
რამდენიმე საათია ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქ გვერდი დაბლოკილია. პარალელურად, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც ბოლო საათების განმავლობაში „იმედის“ სახელით მაუწყებლობს. გაფრთხილებთ, რომ ყველა მათგანი ყალბია. „იმედმა“ ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“ უკვე მიმართა. მანამდე კი ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ “იმედის” ვებ-გვერდზე imedi.ge imedinews.ge და “იმედის” იუთუბ არხზე.