ანდრეი ერმაკის განცხადებით ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასასრულის ათვლა დაიწყო
როგორც თავად განმარტავს, ეს მოსაზრება 24 ივნისს, რუსეთში ვაგნერის ჯგუფის მიერ წამოწყებული ამბოხის ფონზე კიდევ უფრო მეტად გამყარდა. ტელეკომპანია ბიბისთან ინტერვიუში სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნებიც აცხადებენ, რომ გასულ კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტს კატასტროფული ზიანი მიადგა.
