მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს
მუსლიმებს დღესასწაული მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი ღარიბაშვილი წერს რომ საქართველო გამოირჩევა რელიგიების მიმართ პატივისცემით და ეს საამაყო ტრადიციაა. შალვა პაპუაშვილის თქმით კი ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია.
