30 ივნისს პარლამენტში პრემიერს მოუსმენენ
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოხსენებით 30 ივნისს გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. უმრავლესობის ლიდერისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მორიგი დებატები, როგორც წინა შემთხვევებში ასით ნოლი ანგარიშით დასრულდება.
