პრეზიდენტის მორიგი ვეტო
საარჩევნო კოდექსზე, პრეზიდენტის ვეტოს შესახებ პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იმსჯელებს. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას გეგმავს. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
