სტიქიამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა
სტიქიამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა - რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფელ ნაგურუში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო ხიდი დააზიანა, ღვარცოფმა ხიდს სამაგრები გამოაცალა, რის გამოც გარე სამყაროს მოწყვეტილია 12 ოჯახი.
