ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის სრულად დაფინანსებაში მთავრობასთან ერთად დედაქალაქის მერიაც ერთვება
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის სრულად დაფინანსებაში, მთავრობასთან ერთად დედაქალაქის მერიაც ერთვება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პროგრამა ასი პროცენტით დაფინანსდება.
