განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს საზღვარგარეთ მოქმედი ნოტარიუსის სახელით დამოწმებული მინდობილობა, დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით.
