ოპოზიციის პროვოკაციული კამპანია
ამჩატებული ოპოზიცია - ასე აფასებს მმართველი გუნდი, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს. „ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარია, როგორ შეიძლება ევგენი პრიგოჟინში კრემლის იდეოლოგიისა და აგრსიული პოლიტიკის დასასრული დაინახო. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, მათ შორის უკრაინაც ვითარებას აკვირდებოდა, საქართველოში კი ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „ვაგნერის“ მეთაურს მხარდაჭერაც კი გამოუცხადა. არშემდგარ ამბოხზე უკვე მესამე დღეა პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
