საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივმა კომიტეტებმა, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატებზე იმსჯელეს
დიმიტრი ჯაფარიძისა და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურებზე სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაცია არ გამართა და შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობამ, საკომიტეტო მოსმენაზე, მათ მხარი არ დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ნაბიჯები უკვე არის დარტყმა საფინანსო სექტორზე.
