თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 66 ოჯახს გადასცა
თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 66 ოჯახს გადასცა. მათგან 56 ოჯახი სამგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო 10 - კრწანისის რაიონში. წლობით დაუკანონებელი საცხოვრებლების საკუთრებაში გადაცემა კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში შენობა-ნაგებობები 2684 ოჯახს დაუკანონდა.
