შოიგუ ფრონტის ხაზზე ჩავიდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ამბოხის შემდეგ რუსულ მედიაში პირველად გამოჩნდა. მათი თქმით, სერგეი შოიგუ, რომლის გადაყენებასაც აჯანყების მეთაური პრიგოჟინი ითხოვდა, ფრონტის წინა ხაზზე ჩავიდა და მინისტრმა უკრაინის არმიის გეგმების დასადგენად, დაზვერვის გააქტიურების ბრძანება გასცა. სად და როდის იყო გადაღებული კადრები, თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია.
