ბავშვები უცხოელი წყვილებისთვის - სად და რა პირობებში ყავთ ისინი სუროგაციის სააგენტოებს
სუროგაციის სააგენტოებს ახალშობილები ნაქირავებ, მენეჯერების ან ცენტრის ნაყიდ ბინებში თვეობით ჰყავთ. “იმედის კვირამ” თბილისში დაადგინა კონკრეტული საცხოვრებელი სახლების მისამართები, სადაც სუროგაციის გზით დაბადებულ ჩვილებს უცხოელი წყვილებისთვის აჩერებენ. სუროგაციის ცენტრის მიერ დაქირავებულმა რამდენიმე ძიძამ განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით ბინა ბევრია, სადაც ბავშვები იზრდებიან.
