თაფლის ფესტივალი „მთაწმინდის პარკში“
მთაწმინდის პარკში, თაფლის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალში თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების 40-მდე მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი, მეფუტკრეობის დარგში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაა.
