დღეს „მუსიკალურ საღამოებს“ ლანჩხუთი უმასპინძლებს
დღეს მუსიკალური საღამო გაიმართება ლანჩხუთშიც. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერონ და შეიძინონ, ხოლო პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. ასევე, მოეწყობა სხვადასხვა შემეცნებითი გასართობი აქტივობები. ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.
