მეზღვაურთა საერთაშორისო დღე
ბათუმში მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ. ოფიციალური ღონისძიება ნავსადგურში გაიმართა. საზღვაო აკადემიის 500-მდე კურსანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. ზღვაში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვდა რამდენიმე მეზღვაური. მოეწყო საზეიმო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. მეზღვაურებს პროფესიული დღე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წევრებმა მიულოცეს. მეზღვაურთა საერთაშორის დღე ბათუმში 2011 წლიდან აღნიშნება.
