საინფორმაციო ვიზიტი მაჭახელას ეროვნულ პარკში
მაჭახელას ეროვნულ პარკს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ. საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა მაჭახელას ეროვნული პარკის თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი მოინახულეს. გაეცნენ პარკის საქმიანობას.
