ვითარება უკრაინაში
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ზაპოროჟიეს და დნეპრო პეტროვსკის რეგიონები დაბომბა. უკრიანული მედიის ცნობით, ქალაქ ნიკოპოლში საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი. ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა არტილერიით და უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს. დაშავდა 2 ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში 30-მდე შეტაკება მოხდა.
