საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შაბათის ქრონიკაში განაცხადა, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა არ შეიცვლება, ოპოზიციის მოწოდებები კი ქვეყნის მტრობაა. მისი თქმით, მსგავსი მიდგომები არ ემსახურება არც ქვეყნის განვითარებას და არც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს.
