მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატი
მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა იტალიის გუნდს 43:15 აჯობა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მეტოქე სწორედ არგენტინელები იქნებიან და შეხვედრა 29 ივნისს გაიმართება. აფრიკელებთან გუშინდელ შეხვედრას საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელები გულშემატკივრებთან ერთად ორბელიანის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალყურს.