საქართველო 2:2 ბელგია
უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წაუგებელ გამოსვლას განაგრძობს. ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ პირველი ტაიმის შემდეგ ბელგიის ნაკრებთან ორ ბურთიანი სხვაობით მარცხებოდნენ, თუმცა, შესვენების შემდეგ მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა 2:2 დასრულდა. „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრას 41 887 ადამიანი დაესწრო, რითაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის რეკორდი დამყარდა. ჯგუფურ ეტაპს ქართველი ფეხბურთელები 27 ივნისს ნიდერლანდების გუნდთან შეხვედრით დაასრულებენ. თამაში „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
