ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად სტუმრად იმყოფება უპრობლემოდ შეუძლიათ გადმოსვლა. შეზღუდვის გარეშე გადაადგილება ასევე შეუძლიათ, „ენგურ ჰესის“ თანამშრომლებს და გალის მიმართულებით გადამსვლელ მოქალაქეებს. მოქალაქეების ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას, რა ვადით და მიზეზით ჩაიკეტა ხიდი. ნაწილი, ენგურზე მიმოსვლის დროებით შეზღუდვას, რუსეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.
