საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა
ძალის გამოყენებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ოპოზიციაში გამოთქმულ მოსაზრებებს თუ გაკეთებულ განცხადებებს მმართველ გუნდში ქვეყნის მტრობად აფასებენ. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ქრონიკაში განაცხადა, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა არ შეიცვლება, ოპოზიციის მოწოდებები კი ქვეყნის მტრობაა. მისი თქმით, მსგავსი მიდგომები არ ემსახურება არც ქვეყნის განვითარებას და არც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს.
