ილია თოფურიას ზედიზედ მეექვსე გამარჯვება UFC-ში
ილია თოფურიამ „უეფსიში“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. 26 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი სპორტსმენი 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეხვედრის დაწყებამდე ქართველ მებრძოლს ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი ესტუმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
