Tbilisi Open Air 2023
Tbilisi Open Air ლისი „ვონდერლენდის“ სივრცეში გრძელდება. ყველაზე თავისუფალი მუსიკის ღონისძიებას მეორე დღის ფარგლებშიც, ათასობით მსმენელი დაესწრო. მთავარ სცენას ისეთი ცნობილი შემსრულებლები იკავებდნენ , როგორიც რეჯი სნოუ , კალეო, და ცირკუს მირკუსია. 20-მდე არტისტს შორის მეორე დღის ფარგლებში უკრავდა ბენ კლოკიც. 2023 წელს ფესტივალზე 4 სცენაა მოწყობილი და 70-ზე მეტი არტისტი მონაწილეობს. ეს თბილისი ოუფენ ეარის მე-14 სეზონია და მესამე დღეს წლევანდელი ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი, იმანია.
