ცხოველის წამების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება
ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინა პატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე. კანონპროექტი ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას, ორ წლამდე ვადითაც.
