„ენგურის ხიდი“ ცალმხრივად ჩაიკეტა
„ენგურის ხიდი" ცალმხრივად ჩაიკეტა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად სტუმრად იმყოფება მათ უპრობლემოდ შეუძლიათ გადმოსვლა. შეზღუდვის გარეშე გადაადგილება ასევე შეუძლიათ, „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და გალის მიმართულებით გადამსვლელ მოქალაქეებს. მოქალაქეების ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას,თუ რა ვადით და მიზეზით ჩაიკეტა ხიდი. ნაწილი, ენგურზე მიმოსვლის დროებით შეზღუდვას, რუსეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, რაიმე სახის ოფიციალური განცხადება საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.
