ვითარება უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე წინსვლისა და მტრის ცოცხალი ძალის და სამხედრო, მძიმე ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება. გენერალური შტაბის მონაცემებით, განადგურებულია 720 ოკუპანტი და 6 ტანკი. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა აღმოსავლეთში რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს.