დიმიტრი პესკოვის განცხადება
ამბოხის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვმა პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. ცნობა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში წავა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია. პესკოვმა ისიც აღნიშნა, რომ „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს, ოღონდ ეს წინადადება მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც როსტოვში განვითარებულ მოვლენებში არ მონაწილეობდა.
