„ჯორჯიან მანგანეზსა“ და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა
ჭიათურელ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტს შორის სახელწმიფოს ჩართულობით მიმდინარე მედიაცია, წარმატებით დასრულდა და შეთანხმებაც შედგა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო პირველი ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება
