შეიარაღებული ამბოხი რუსეთში
რუსეთში შექმნილი ვითარების პარალელურად, გააქტიურდა დისკუსია ქვეყნის შიგნით. ოპოზიცია მოითხოვს, რომ ჩაიკეტოს საზღვრები და ქვეყანამ თავიდან აიცილოს რუსეთის მოქალაქეების შემოდინება, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და გადადგას გაერთიანებისკენ ნაბიჯები. მმართველი ძალა აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც შექმნილ ვითარებაში საქართველომ უნდა მოიმოქმედოს ისაა, რომ დააკვირდეს განვითარებულ მოვლენებს ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები და შეინარჩუნოს სიმშვიდე
