ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე
რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები“ გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ამავე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა
