ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - კობახიძის განცხადება
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ, კრედიტ სუისის შვილობილი კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კრედიტ სუისის შვილობილ კომპანიას დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ. ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ არის – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება