აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან
საზოგადოებრივმა მოძრაობამ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გვარამიას შეწყალებით, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ნაცვლად პოლარიზაციის შემცირებისა, ხელი ვითარების გამწვავებას შეუწყო, ამიტომ პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მოძრაობაში ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი თანამდებობს არ დატოვებს
