ვითარება სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე
სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არსებობს - შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ „დარიალზე“ არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
