შეიარაღებული ამბოხი რუსეთში
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, როსტოვის შემდეგ ვორონეჟშიც შევიდა და ამ დროისთვის მოსკოვისკენ მიემართება. შეიარაღებული ამბოხება რუსეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც დაჯგუფების ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ვაგნერელთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და მას მკაცრი შურისძიებით დაემუქრა. რუსეთის პრეზიდენტმა პრიგოჟინის ქმედებები ქვეყნის ღალატად შეაფასა და ამბოხების ორგანიზატორთა ნეიტრალიზების ბრძანება გასცა
