საბავშვო სპექტაკლის პრემიერა
ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით ბათუმის თოჯინების თეატრში საბავშვო სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. მოზარდებმა 4 ნაწარმოები „მე ვხედავ მზეს“, "„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” „ბოშები“ და „ხაზარულა“ გააერთიანეს. თეატრალური წარმოდგენა ღონისძიებათა ციკლის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში მომზადდა. პროექტი მხატვრული ნაწარმოებების გაცნობასა და მომავალ თაობაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ემსახურება
