ქართული ღვინო კორეაში
კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობს. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველი ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებს გააცნონ, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა
