ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - კობახიძის განცხადება
„ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ არის“ - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2008 წელს ივანიშვილმა სააკაშვილთან კომუნიკაცია გაწყვიტა. სწორდ ეს აფიქრებინებს მმართველ გუნდს, რომ ამ საქმის უკან, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი დგას
