შეიარაღებული ამბოხი რუსეთში
რუსეთში სამხედრო ამბოხი დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, მას შემდეგ, რაც მან რუსერთის თავდაცვის სამინისტროს ვაგნერელთა ბანაკის დაბომბვაში დასდო ბრალი, როსტოვი დაიკავა და მოსკოვისკენ წასვლით დაიმუქრა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ვაგნერის მებრძოლებმა კონტროლი ვორონერჟის სამხედრო ობიექტებზეც დაამყარეს. რუსეთის პრეზიდენტმა პრიგოჟინი მოღალატედ გამოაცხადა და ამბოხების ორგანიზატორთა ნეიტრალიზების ბრძანება გასცა
